საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  

დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

 

კონკურსის  მიზანი

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

 

კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი     

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის -  II, III, IV, V­,­ VI სემესტრის ­დოქტორანტები.

 

კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
  • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
  • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
  • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის, ფონდის მიერ.

 

სავალდებულო  დოკუმენტაცია:   

დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (ა/წ 21.11.22 – 29.11.22) უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:

  • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 2);
  • ავტობიოგრაფია  (CV);
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო  –კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი­ დოკუმენ­ტა­ც­ი­ით); კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო;
  • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

 

მარეგულირებელი  დოკუმენტი:  დეკანის ბრძანება

თარიღი: 21/11/2022